|
2018-01-23 11:29:50, 1607 ნახვა
კომენტარი
გახარია: ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, კრიმინალთან ბრძოლაში არც ერთ ჩვენს მიღწევას ფასი არ ექნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დანაყოფის - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამ დეპარტამენტის შექმნის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და ფუნქციებზე ისაუბრა. „დღევანდელ პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ კრიმინალთან ბრძოლაში, ან შსს-ს რეფორმირებაში, ამას არაფერს ფასი არ ექნება, არ გამოჩნდება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება სისტემის რეფორმირება დაგვეწყო სწორედ ამ დეპარტამენტის შექმნიდან. დეპატტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, არასწრულწლოვნების მიერ, ან მათ მიმათ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული. აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა და აქ დიდ მნიშვნელობას იძენს სამართალდამცველების კომპეტენცია, მათი ცოდნა და გამოძიების ხარისხი. ამ ამოცანების გადასაჭრელადაა შექმნილი ეს დეპარტამენტი, რომელმაც უკვე დაიწყო თანამშრომლების მოძიების პროცესი, ეს არის ღია, მასში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ყველამ. ვიმეორებ, არც ერთ ჩვენს მიღწევას კრიმინალთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდრტი არ შენარჩუნდება“,-აღნიშნა გახარიამ. პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, საჯანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი, ასევე უზრუნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანია უახლოეს მომავალში ზემოხსენებული დანაშაულების შემცირება და მათი პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს, როგორც უწყების თანამშრომლებს, ასევე, დაინტერესებულ მოქალაქეებს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)