|
2018-01-20 13:44:17, 3025 ნახვა
მსოფლიო
დაფინანსების არარსებობის გამო, აშშ-ში სახელმწიფო უწყებების მუშაობა შეჩერებულია
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური უწყებების მუშაობა დაფინანსების არარსებობის გამო შეჩერებულია, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბიუჯეტის დასამტკიცებლად 100 შესაძლო ხმიდან 60 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა პროექტს მხარი მხოლოდ 50 კანონმდებელმა დაუჭირა. ამ ეტაპზე სენატში კანონპროექტის ახალ ვერსიაზე მსჯელობენ. სახელმწიფო უწყებების მუშაობა 20 იანვარს, ღამის 12:00 საათზე გაჩერდა და მანამდე არ აღდგება, სანამ ბიუჯეტი არ დამტკიცდება. „ეს ძალიან ცუდად ჩანს ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამხრეთ საზღვრებზე“,- წერს ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. აღნიშნული საკითხი თეთრი სახლის ადმინიტრაციამაც გააკრიტიკა. დაფინანსების შეწყვეტა ნიშნავს ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობის გაჩერებას, ექსტრემალური სამსახურების გარდა. ესენია: ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, ფოსტა, საჰაერო სივრცის კონტროლი, მუნიციპალირი სამედიცინო დაწესებულებები, სასწრაფო დახმარება, სტიქიური უბედურების დახმარების სამსახური, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ელექტროენერგეტიკული სამსახურები. დანარჩენი ფედერალური სამსახურების თანამშრომლები ამ დროისთვის უხელფასო შვებულებაში არიან. ცნობისთვის, ანალოგიური სიტუაცია ამერიკა 2013 წელსაც შეიქმნა. მაშინ უწყებების მიერ მუშაობის შეჩერება 16 დღის განმავლობაში გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემებით, ამ 16 დღე ამერიკას 20 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)