|
2018-01-17 17:28:01, 2200 ნახვა
სამართალი
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა
ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, პოლკოვნიკ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი გიორგი ჭანტურია, ამავე ბაზრის ყოფილი მეწილეა. დაკავებულის და, მარიამ ჭანტურია სამსონ ქუთათელაძესა და მის ძმას შორის შესაძლო კონფლიქტს გამორიცხავს. "არც ჩემს ძმას და არც ოჯახის სხვა წევრებს ე.წ. სტამბოლის ბაზრის არანაირი წილი არ აქვს. იქ გვაქვს ობიექტები და მაღაზია, თუმცა დიდი ხნის წინ მეწილეები ვიყავით. მაშინ ბაზარი ყველა მეწილეს დაათმობინეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. ყველა მეწილე დაიჭირეს და როგორც კი, ქონება დათმეს, მაშინვე გაათავისუფლეს. ჩემს ძმასა და სამსონ ქუთათელაძის შორის კონფლიქტს გამოვრიცხავ", - განაცხადა მარიამ ჭანტურიამ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილის, პოლკოვნიკ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, პირის დაკავება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა. „სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარლგებში, დაკავებულია ერთი პირი სსკ-ის 236-ე მუხლით (ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ბრალდებით). აქვს თუ არა მას უშუალოდ კავშირი მკვლელობის საქმესთან, აღნიშნულზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაზე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია რამდენიმე წლის წინ კახეთში პროკურორი იყო, ამჟამად კი რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)