|
2018-01-17 13:24:44, 1822 ნახვა
კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: დარწმუნებული არ ვარ, რომ სასამართლი დამოუკიდებელი იქნება
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხელ რამიშვილის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მამა გიორგი მამალაძის რაიმე ბრალეულობას დაადასტურებს. როგორც რამიშვილმა სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ობიექტური და დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მამალაძე უნდა გამართლდეს. დაცვის მხარის მოთხოვნაც სწორედ ესაა: "ბრალდების მხარის არგუმენტები რომ არ არსებობდა, იძულებული იუო მოსმართლე, მათთვის გარკვეული რაღაც შუალედი მოეძებნა იმიტომ, რომ ყველა მტკიცებულებით და საქმის მასალებით პირდაპირ ჩანს, რომ გიორგი მამალაძე უდანაშაულოა, ვიღაცის ანგარება სხვაგან უნდა მოიკითხონ, რადგან ვიღაცის მიზანი იყო მამა გიორგის მიმართ სასწაული და ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული ბრალი წაეყენებინათ. სასამართლო თუ მართლა ობიექტური და დამოუკიდებელი იქნება, უნდა გაამართლოს. სიტყვიერად ვიმედოვნებ, თორემ დარწმუნებული არ ვარ, რომ სასამართლი დამოუკიდებელი იქნება",-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა. პროკურატურა ითხოვს, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობისთვის გასამართლდეს. თავად გიორგი მამალაძე პროცესს არ ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)