10:43 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 11:46:29, 2315 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში, 10 მოსწავლე და მასწავლებელი დაჭრეს

რუსეთში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 10 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დაიჭრა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაპირისპირება სკოლის 2 მოსწავლეს შორის დაიწყო, რომლებიც დანებით იყვნენ შეიარაღებული. სკოლის პედაგოგები და სხვა მოსწავლეები მათ დაწყნარებას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი დაჭრეს.

მედიის ცნობით, დაპირისპირება პირადი კონფლიქტის საფუძველზე, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა.

მოზარდები სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს და უახლოს მომავალში მათ დაკითხავენ.

სააგენტო წერს, რომ ორი დაჭრილი პირის - მასწავლებლის და 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია და მათ ოპერაციები უტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სკოლაში ორი, დანით შეიარაღებული, ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. ინციდენტი ქალაქ პერმში მდებარე სკოლაში მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics