|
2018-01-11 21:45:51, 1970 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: პოლიციელებს ამოაცალეს რაცია და გაიქცნენ, ამის შემდეგ დაიწყეს ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ბესიკ ბეგიაშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის შეფასებით, მოწმეთა ჩვენებები "მიზანმიმართულადაა შეთითხნილი". როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სამარტალდარღვევის გარკვეული ნიშნების არსებობის გამო, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. "რაც შეეხება რაციას, ე.წ საკავშირო საშუალებას, ამ გაწევ-გამოწევის დროს, როდესაც ამ პირებმა დაიწყეს ზეწოლა პოლიციელების მიმართ, საკავშირო საშუალება ამოაცალეს პოლიციას და გაიქცნენ ამ საშუალებასთან ერთად. პოლიციელებმა რომ ნახეს, რომ ისინი უკვე სუსტები იქნებოდნენ ამდენი პირის წინააღმდეგ, დაიწყეს იმ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება, რომელიც პოლიციის შესახებ კანონით მათ ეკისრებათ და მოქმედებდნენ კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა ბეგიაშვილმა და დასძნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებიტ მუშაობას სიმართლის დადგენამდე გააგრძელებს. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს საღამოს საათებში რ.ღ. მეგობრებთან ერთად ქ. რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდნენ შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საუბრისას რ.ღ.-ს მიერ მოთხოვნილ განმარტებას, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა ტერიტორია, პოლიციელების მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება, რა დროსაც მათ ამ უკანასკნელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოსთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. შეშინებული რ.ღ. გაიქცა, რომელსაც პოლიციელები დაედევნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელმა ბ.ბ.-მ მოახდინა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერგასროლა, შემდეგ კი მათ წაქცეულ რ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)