12:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 14:37:15, 1754 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 ახალი მოსამართლე შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 52 ვაკანტურ ადგილზე 21 მოსამართლე უკვე გაამწესა.

კანდიდატთა უმეტესობა თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის  ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ყველა წინასწარ არის შეთანხმებული  თუ რომელი მოსამართლე რომელ ადგილზე  უნდა გამწესდეს.

„ძალიან ბევრმა  კანდიდატმა, მათ შორის იყვნენ საკმაოდ  ღირსეული ადამიანები,  რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი გამოცდილება მოსამართლედ მუშაობის, ვერ გადალახა ბარიერი,  ვგულიხსმობ ამ შემთხვევაში იმას, რომ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის  კრიტერიუმში ვერ გადალახეს ბარიერები. ძალიან შემცირდა კონკურენცია,  ეს არის პრობლემა. ერთგვარი  განცდა ნამდვილად დამრჩა, ეს იყო  წინასწარ შეთანხმებული, რომ კონკურენცია შემდეგ უკვე კენჭისყრაზე  ყოფილიყო დაბალი“,-აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კენჭისყრის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics