10:43 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 13:56:34, 1729 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: შეფარვით ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, მაშინ როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება

„შეფარვით ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც ეს საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას“,-ასე პასუხობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების  კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას

„ეს პოლიტიკური სპეკულაციაა წმინდა წყლის და სხვა მეტი არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ. შეფარვით ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც ეს საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და სპეკულაციაა მაშინ როდესაც გამოძიება ასე ვთქვათ, აქტიურ პროცესშია. ნდობის ჯგუფი ჩატარდა. ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მე არ მიმაჩნია ეს სწორად. ეს არის შეფარვით იმის ჩვენება, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვირჩევნია ამ ქვეყნის მომავალ მშვიდობიან დღეს“, - აღნიშნა  სესიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics