08:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 17:22:58, 2470 ნახვა

მსოფლიო
დიდთოვლობის გამო, შვეიცარიის ალპური ზონა პარალიზებულია

შვეიცარიის ალპური ზონა დიდთოვლობის გამო პარალიზებულია. ინფორმაციას  BBC- ავრცელებს.

უხვმა ნალექმა საკურორტო ზონაში საავტომობილო გზები და სარკინგზო მაგისტრალები ჩახერგა, რის გამოც ათასობით ადამიანი იზოლაციაში აღმოჩნდა.

ყველაზე რთული მდგომარეობა ცერმატის სამთო-სათხილამურო კურორტზეა, სადაც 13 ათასი ტურისტი იმყოფება.

დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.  ზვავსაშიშროების გამო, დაიხურა სათხილამურო ტრასები და საფეხმავლო ბილიკები.

ანალოგიური ვითარებაა იტალიისა და საფრანგეთის ალპებშიც. ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, რამდენიმე კურორტზე განგაშის მეოთხე დონეა გამოცხადებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics