01:38 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 13:47:33, 831 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამა აამოქმედა

მიმდინარე წლის პირველ იანვარს, ახალი პროგრამა - „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ ამოქმედდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს - აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 15 წლამდე ასაკის ჩათვლით ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირებას და ადაპტაციური ფუნქციონირების დონის შეფასებას. ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი და სხვა) მიერ ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად.

სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში მომსახურება მოიცავს 12 კურსს (1 კურსი - 15 სეანსი, მათ შორის გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის მინიმალური რაოდენობა - 12 სეანსი).

 მოსარგებლეები:

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვები.

დაფინანსების ფორმა:

მომსახურება ანაზღაურდება არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. პროგრამით გაწეული მომსახურება დაფინანსდება ღირებულების 100%-ით.

 იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=618666&gid=3#.WlMXia7XaUk

 


(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics