12:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 09:58:54, 345 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: სამხედრო ძალების წვრთნა მნიშვნელოვანია, ის ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას ზრდის

"მნიშვნელოვანია სამხედრო ძალების წვრთნა, რომელიც ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას ზრდის",-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ქართული მედიის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დაწყებას ეხებოდა.

სტოლტენბერგის თქმით, წვრთნები საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაში დიდ როლს ასრულებს.

„მჯერა, რომ პარტნიორობის ნაწილი, რომელიც ჩვენ განვავითარეთ და ვავითარებთ საქართველოსთან და ეს რა თქმა უნდა წვრთნებსაც ეხება, როგორც ნატო-ს, ისე ორმხრივ წვრთნებს ნატო-ს მოკავშირეებსა და საქართველოს შორის. მნიშვნელოვანია სამხედრო ძალების წვრთნა, რომელიც ზრდის ძალების ფუნქციონალურ თავსებადობას, ერთად მუშაობის შესაძლებლობას და ჩვენ ეს ფუნქციონალური თავსებადობა განვავითარეთ ერთობლივი ძალისხმევებით, მაგალითად ავღანეთში. ახლა ჩვენ ვამცირებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ავღანეთში. ასე რომ, წვრთნები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. წვრთნები არსებითი პაკეტის ნაწილია, ასევე ტრენინგ ცენტრის დაფუძნება, რომელიც კიდევ ერთი ელემენტია, და ახლა ჩვენ განვათავსებთ ექსპერტების ძირითად გუნდს, რომელიც ასევე დიდ როლს შეასრულებს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაში",-განაცხადა იენს სტოლტენბერგი.

აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics