12:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 19:26:27, 350 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთიდან ზეწოლის მიუხედავად ქართველების ევროპული არჩევანი შეუქცევადია

„რუსეთიდან ზეწოლის  მიუხედავად ქართველების ევროპული არჩევანი შეუქევადია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა  ევროპარლამენტში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველო ებრძვის იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო. 

„საქართველომ  რთული პროცესები გაიარა. ჩვენ ვცდილობდით ევროპული  პოლიტიკური სისტემები აგვემუშავებინა  ქვეყანაში, რომელსაც  სერიოზული პრობლემები ჰქონდა მათ შორის ეკონომიკური. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ ვებრძვით იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც იყო საბჭოთა იმპერიის ნაწილი.  ჩვენ დღეს ამ გამოწვევის  დაძლევას ვცდილობთ,  საქართველო არის ქვეყანა, სადაც  ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით შეიცვალა.  ეს არის ქვეყანა სადაც არსებობს, თავისუფალი მედია. ეს არის  ქვეყანა, რომელიც საბაზრო ეკონომიკას აშენებს.  ჩვენი მეზობელი, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია და ბირთვული იარაღის სახელმწიფოა, ემუქრება ჩვენს დამოუკიდებელ არჩევანს,რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics