14:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 13:38:16, 2908 ნახვა

ეკონომიკა
„გალტ ენდ თაგარტმა“ მისი „კრისტალის“ 10 მილიონი ლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

„გალტ & თაგარტმა“, ს.ს. მისო „კრისტალის“ (კრისტალი) 10 მილიონი ლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის  0%-ით განსაზღვრა. 

„კრისტალი“ წარმოადგენს პირველ არასაბანკო საფინანსო დაწესებულებას საქართველოსა და რეგიონში, რომელსაც სარეიტინგო კომპანია ფიტჩის (Fitch Ratings)  რეიტინგი მიენიჭა. აღნიშნულმა რეიტინგმა და ისტორიულად კომპანიის თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა ინვესტორების მაღალი ნდობა და ინტერესი ფასიანი ქაღალდის მიმართ. დაგეგმილია კრისტალის კორპორატიული ობლიგაციის საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება. 

„მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ლარში დენომინირებული ობლიგაცია კრისტალის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და საფინანსო სექტორის დედოლარიზაციისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია. მოზიდული დაფინანსებით კრისტალი გააგრძელებს მიკრო-მეწარმეებისა და ფერმერების დაფინანსებას მთელი საქართველოს მასშტაბით“ - განაცხადა კრისტალის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ. 

„მოხარული ვარ ავღნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „კრისტალის“-ის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც  მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics