08:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 18:41:58, 2243 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებულ ფორმებს უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე თავად ნარკოტიკებს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, „აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებულ ფორმებს უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე თავად ნარკოტიკებს".

როგორც ზოიძემ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დეკრიმინალიზაცია ის გზაა, რომელმაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული პრობლემები უნდა გადაჭრას.

„1971 წელს ნიქსონმა დაიწყო დაუნდობელი გლობალური ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ. აპოგეა იყო 1990 წლის კონვენცია და 1988 წლის გაეროს ორი სესია. კონვენციით, რომელიც იყო ფსიქოტროპული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნის წინააღმდეგ მიმართული, განისაზღვრა კონკრეტული სადამსჯელო ღონისძიებები. მიზანი დასახული იყო, რომ 2008 წელს ნარკოტიკებისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო სამყარო სწორედ ამ რეპრესიული მეთოდების მეშვეობით. რეალობა კი ასე გამოიყურება - 2003 წელს 185-მა მილიონმა ადამიანმა მოიხმარა (მოსახლეობის 4,5%) ბოლო ერთ წელიწადში, 2014 წელს კი 33%-ით უფრო მეტმა, მას შემდეგ რაც გამკაცრდა რეპრესიული ღონისძიებები ნარკოტიკების წინააღმდეგ, ანუ 247 მლნ-მა ადამიანმა", - განაცხადა ზოიძემ და დასძინა, რომ ამ ღონისძებების შედეგად არც ნარკოტიკების მოყვანის და არც მოხმარების კუთხით, სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.

ცნობისთვის, კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატებს კანონპროექტის შინაარსს აცნობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics