11:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 11:13:25, 1947 ნახვა

სამართალი
პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სუს-ში ბრიფინგი გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, განცხადება კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთდება.

ბრიფინგი 12:00 საათზეა დანიშნული.

ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში გამთენიისას სპეცოპერაცია ჩატარდა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბაადურ (ბადო) ჩოფანაშვილი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.

როგორც პანკისის სათემო რადიოს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ასევე გაჩხრიკეს სოფელ დუისში, ვახო მაჩალიკაშვილის სახლი. ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელი იყო მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ დუისში ასევე დააკავეს ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები.

სპეცოპერაცია სავარაუდოდ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics