06:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-21 21:47:22, 2834 ნახვა

მსოფლიო
გაერო-მ იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება უკან წაიღოს.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, „ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოქმედება, რომელიც ცვლის ქალაქის არსებულ სტატუსს და დემოგრაფიულ მდგომარეობას, არის უკანონო და იურიდიულად გაუმართლებელი".

რეზოლუციას მხარი 128 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 35-მა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მა.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც სხდომაზე ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემს, დაფინანსება შეუწყდებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics