|
2017-12-21 20:58:07, 2126 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების წილი 7%-დან 35%-მდე გაიზარდა
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ჰიბრიდული ავტომობილების წილი ბოლო ერთ წელში მკვეთრად გაიზარდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკაზე აქციზის ზრდის ეფექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციზს, ზოგადად, აქვს მარეგულირებელი გავლენა ეკონომიკაზე. ამის მაგალითად პირველმა ვიცე-პრემიერმა თამბაქოზე აქციზის ზრდა მოიყვანა. კერძოდ, მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეს აქციზი გაიზარდა, საქართველოში თამბაქოს მოხმარება დაახლოებით 14-15%-ით შემცირდა. „რაც შეეხება ავტომანქანებს: იმის გამო, რომ ჩვენ აქციზის სტრუქტურა შევცვალეთ, პრაქტიკულად, აღვიდგინეთ აზერბაიჯანის ბაზარი, ვინაიდან ჩვენმა ტრეიდერებმა ახალი ავტომობილების შემოყვანა დაიწყეს - თუ 2016 წლის მე-6-მე-10 თვეებში განხორციელებული იყო 75 მილიონის რეექსპორტი, 2017 წელს ეს თანხა 106 მილიონამდე ავიდა“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ხდება ავტოპარკის განახლება ჩვენი ქვეყნის შიგნითაც, კერძოდ: თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში, როცა კანონი ამუშავდა, 0-დან 9 წლამდე ავტომობილები იყო შემოსული მანქანების მხოლოდ 30%, 2017 წლის იგივე პერიოდში ამ ასაკის ავტომობილებმა მთლიანად შემოსული ავტოპარკის 77% შეადგინა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ასეთივე პოზიტიური სურათია ქვეყანაში შემოყვანილი ჰიბრიდული ავტომობილების სტატისტიკაშიც - თუ 2016 წლის მე-6-მე-11 თვეებში მათი წილი მთლიანი ავტოპარკის 7% იყო, 2017 წელს ეს რიცხვი 35%-მდე გაიზარდა. (NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)