|
2017-12-20 17:25:02, 2354 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს რეგიონებში ოპტიკური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება
კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ქვეყნის ინტერნეტიზაციის თემასაც შეეხო. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებაა. ცალკე პროგრამაა „ინტერნეტი განვითარებისთვის," რომელიც კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი. მომავალი წლიდან მთავრობა 4 სხვადასხვა მიმართულებით დაიწყებს ქსელის მშენებლობას. ამ მიმართულებებში კერძო სექტორი არ შედის, რადგან ეს ეკონომიკურად არ არის მომგებიანი,"-განუცხადა დეპუტატებს ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, 2018 წელს ოპტიკური ქსელის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაიწყება. ინტერნეტიზაციის პროგრამა ასევე შეეხება გურიის რეგიონს და დაფარავს ოზურგეთისა და ჩოხატაურის დასახლებული პუნქტების 70%-ს. მაგისტრალური მონაკვეთები შეირჩა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით და ასევე ქსელის უწყვეტობისა და რეგიონების მაქსიმალურად დაფარვის პრინციპით. სახელმწიფოს მიერ აშენებული ოპტიკური ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ადგილობრივი ქსელების განვითარებაში, ხოლო ორივე ერთობლივად - მოსახლეობის მაღალსიჩქარიან ინტერნეტსერვისებზე წვდომას. რაც შეეხება პროგრამას „ინტერნეტი განვითარებისთვის," ის უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის ჩართულობას ინტერნეტ და საინფორმაციო სივრცეში და ასევე მათ ტრენინგებს, რათა უზრუნველყონ ამ პლატფორმების ეფექტიანად გამოყენება. გარდა ამისა, რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ექნება შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები ელექტრონული კომერციის მიმართულებით, დაიწყონ გაყიდვა სხვადასხვა ქართული თუ საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით და შექმნან საკუთარი ვებ-გვერდები. (NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)