|
2017-12-20 13:53:09, 1916 ნახვა
სამართალი
ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით შსს-ში ახალი დეპარტამენტის შექმნას, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები მხარს უჭერენ
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა. გახარიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ტრეფიკინგის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის, გენდერული ნიშნით, სიძულვილის ასევე ნებისმიერი დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით. აღნიშულიდან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება სამინისტროს ცენტრალური აპარატის დონეზე შეიქმნას ახალი სტრუქტურული ერთეული. ახლადშექმნილი დეპარტამენტის ძირითდი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებების ნაწილის გაძლიერება. ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი სანამ რეფორმა სრულად არ დასრულდება. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციას დაუკავშირდა. „ძალიან დადებითად შევაფასებთ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დღეს გაცხადებულ ინიციატივას - ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბების შესახებ. ჩვენ დიდი ხანია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაძლევდით რეკომენდაციას, მსგავსი ფუნქციით სტრუქურული ერთეულის შექმნის აუცილებლობაზე. მიგვაჩნია, რომ გენდერული ნიშნით ან სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციისა და სწორი რეაგირების კუთხით უნდა არსებობდეს გაიდლაინები, სტანდარტიზაცია. ძალიან კარგია, თუ ეს სტანდარტები და რეაგირების მექანიზმები ჩამაგრდება ერთ დეპარტამენტში და ნებისმიერ პოლიციელს ეცოდინება როგორ მოიქცეს მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში. პოლიციელთა რეაგირება გახდება უფრო ხარისხიანი და ეფექტური. ჩვენ ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ მინისტრის განცხადებით დროებით შექმნილი დეპარტამენტი რეფორმის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს საქმიანობას. მივესალმებით და გვიხარია, რომ შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გაითვალისწინა ჩვენი დიდი ხნის განმავლობაში გაცემული რეკომენდაცია“, - განუცხადა "ექსპრესნიუსს" თამარ საბედაშვილმა (UNWOMWN- გაეროს ქალთა ორგანიზაცია).
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)