05:03 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 16:17:57, 2418 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: უკრაინელებს წინასაახალწლო პერიოდში არ შევაწუხებ - აქციები დროებით შეწყდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში აქციები დროებით შეწყდება, - ამის შესახებ LB.UA იუწყება.

სააკაშვილმა აქციების შეწყვეტის მიზეზად წინასაახალწლო პერიოდი დაასახელა.

"უკრაინელებს ამ წინასაახალწლო და წინასაშობაო პერიოდში არ შევაწუხებ - ეს უმადური საქმე იქნება. აქციების დროებით შეწყვეტას მხოლოდ ამას ვუკავშირებ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ მისი მხარდამჭერების ნებისმიერ აქციაზე გარკვეული ტიპის პროვოკაციები ხდება. ყოფილმა პრეზიდენტმა ბოლო აქციის დროს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა, როდესაც სამართალდამცველებმა მისი მხარდამჭერები დაარბიეს.

"ამიტომ, შემდეგში როდესაც ჩვენ დავგეგმავთ აქციებს, დაგვჭირდება კონკრეტული მექანიზმი იმისათვის, რომ პროვოკაციებისგან თავი დავიცვათ", - აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics