05:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 11:44:15, 2145 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა იერუსალიმთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმთან დაკავშირებით რეზოლუციას ვეტო დაადო, -  ამის შესახებ Reuters იუწყება.

რეზოლუციის პროექტით გაერო იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ეთანხმება და ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდებს თავის გადაწყვეტილებას გადახედოს.

როგორც გაერო-ში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რაც უშიშროების საბჭოს სხდომის მსვლელობისას იხილა, შეურაცხმყოფელია. მისივე თქმით, ეს პირველი ვეტოა, რომელიც აშშ-მ ბოლო 6 წლის განმავლობაში გამოიყენა.

„ის, რომ რეზოლუციაზე ვეტო გამოვიყენეთ ამერიკის სუვერენიტეტის დასაცავად და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესში აშშ-ის როლის ხაზგასასმელად, ჩვენთვის დამაბრკოლებელი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ჰეილიმ.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი, პალესტინამ მოამზადა, ხოლო გაერო-ს უშიშროების საბჭოში ეგვიპტემ წარადგინა. დოკუმენტში წერია, რომ "ყველა გადაწყვეტილებას და ქმედებას, რომელიც იერუსალიმის სტატუსის და დემოგრაფიული შემადგენლობის შეცვლას ემსახურება, იურიდიული ძალა არ აქვს და გაერო-ს რეზოლუციების შესაბამისად უნდა გაუქმდეს". რეზოლუციის პროექტს მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics