|
2017-12-18 10:30:21, 1775 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებმა კიბერდანაშაულსა და ტრეფიკინგზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. "ღონისძიების მიზანი იყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება. შეხვედრაზე სამართალდამცველები ახალგაზრდებს კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის სახეების, ამ მიმართულებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკისა და მიდგომების შესახებ ესაუბრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგისგან დაცვის მექანიზმებიც გააცნეს",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)