04:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 14:24:04, 2459 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი ტრამპის გადაწყვეტილებაზე: მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან ამგვარ უსამართლობას

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა გაერო-ში ინიციატივებს წარადგენს, რათა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე ამერიკის „სამარცხვინო“ გადაწყვეტილება გააუქმოს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ამერიკის შეერტებული შტატების გადაწყვეტილება იერუსალიმთან დაკავშირებით, ისლამურ მსოფლიოსთან მიმართებაში ფარული გეგმების ერთ-ერთი ნაწილია.

მისივე თქმით, თუ მუსლიმები სათანადო პასუხს არ გასცემენ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ამას სხვა ნაბიჯები მოჰყვება. მანვე დასძინა, რომ "იერუსალიმი - ისლამური მსოფლიოს ღირსებაა და ამას ალტერნატივა არ აქვს".

„მტკიცედ ვართ განწყობილი ამ საკითხში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩამოვრეცხავთ მათ ჭუჭყს, ვინც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ვიმუშავებთ, რათა ეს უკანონო გადაწყვეტილება გავაუქმოთ, ჯერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ხოლო შემდეგ კი, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში. იერუსალიმი - ეს ის გამოცდაა, რომელიც ყველა მუსლიმმა წარმატებით უნდა ჩააბაროს. მუსლიმები არასოდეს დაემორჩილებიან ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და უსამართლობას, რომელსაც ამერიკა დ ნატო აწარმოებენ. ამჟამად, მსოფლიოს 137 ქვეყანა აღიარებს პალესტინას სახელმწიფოდ და ღმერთის წყალობით, ეს რიცხვი ჩვენი ძალისხმევით გაიზრდება “, - განაცხადა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics