00:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 19:31:34, 921 ნახვა

რეგიონი
რა? სად? როდის? - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით დაბა შუახევის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VII-IX კლასის მოსწაველეებს შორის ინტელელტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ჩატარდა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მოადგილე რუსუდან შავაძე, შუახევის რესურსცენტრის დირექტორი ედუარდ გოგრაჭაძე და რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილე გუნდებს თამაშის დაწყებამდე წარმატები უსურვეს.

ინტელექტუალურ თამაშში სულ ასპარეზობდა 17 გუნდი. საკმაოდ საინტერესო ტურნირის შედეგად საპრიზო ადგილი ბუთურაულის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები შუახევისა და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.

ღონისძიების ჩაატრა უზრუნველყო შუახევის ინტელექტ-კლუბმა, რომლის ხელმძღვანელია ზვიად ფუტკარაძე.

გამარჯვებულ გუნდებს და მონაწილეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics