04:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 12:24:39, 2111 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელმა კონგრესმენმა, სექსუალურ შევიწროებაში ბრალდების შემდეგ, თავი მოიკლა

კენტუკის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ამერიკელმა კონგრესმებმა, დენ ჯონსონმა, სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულების შემდეგ, თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია WDRB ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორშაბათს, ჟურნალისტური გამოძიების ცენტრმა ქალის განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ჯონსონს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ქალის თქმი, ეს ფაქტი 2012 წლის ახალი წლის ღამეს მოხდა. მაშინ ქალი 17 წლის იყო, ჯონსონი კი პასტორის მოვალეობას ასრულებდა.

როგორც დაზარალებული აცხადებს, კონგრესმენი მაშინ ალკოჰოლიკი იყო. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დენ ჯონსონმა Facebook-ზე დაწერა, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის პოსტტრამვული სტრესი, რომელიც 16 წელია მაქვს, ჩემს ცხოვრებას წაიღებს, მე აღარ შემიძლია ამას ვებრძოლო. მათ გაიმარჯვეს“,- დაწერა ჯონსონმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics