|
2017-12-14 12:10:35, 2205 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 5 პირი დააკავა, რომლებიც დევნილებს თანხის სანაცვლოდ ბინების მიღებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის სამი ფაქტი გამოავლინეს და დანაშაულში მხილებული 5 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის ნდობა მოიპოვეს და მოტყუებით დაარწმუნეს იგი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დახმარებით, შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საკუთრებაში გადასცემდნენ დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს. ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ბრალდებულები იძულებით გადაადგილებულ პირებს დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადასაცემი საცხოვრებელი ბინის რიგგარეშე მიღებაში. „აღნიშნული თაღლითური გზით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ საერთო ჯამში 14 100 აშშ დოლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)