03:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 20:48:35, 2666 ნახვა

მსოფლიო
მუსლიმური ქვეყნები მსოფლიოს იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდებენ

57 მუსულმანური სახელმწიფოს ლიდერმა, მსოფლიოს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და იერუსალიმის მის ოკუპირებულ დედაქალქად აღიარებისკენ მოუწოდა.

როგორც BBC იუწყება, ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ საგანგებო სამიტზე მიიღო.

ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში შუამავლის როლი დაკარგა. ორგანიზაცია აშშ-ს მოუწოდებს, იერუსალიმის საკითხე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგებზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დაეკისრება.

დღევანდელ სამიტზე საერთაშორისო თანამეგობრობას იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმაც მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ 6 დკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა 800-მდე ადამიანი კი, დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics