|
2017-12-13 15:19:07, 1883 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: დაიწყება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვა
2018 წელს დაიწყება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების მართვის სრული ციკლი. „პრაქტიკაში განხორციელდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვა და საშუალოვადიან პერიოდში ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების მართვის სრული ციკლი, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადო ანალიზი და კვლევა, მხოლოდ ამის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც რა თქმა უნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯების ეფექტურობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, 2016-2017 წლებში ფისკალური რისკების ანალიზის სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, გაიზარდა დოკუმენტის დაფარვის მასშტაბი, თუმცა დოკუმენტი კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფას. მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური რისკების შეფასება სწორად ასახავდეს შესაძლო გამოწვევებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დაიგეგმოს სათანადო რეაგირების მექანიზმები. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მდგრადი ფისკალური პოლიტიკის წარმართვისათვის, აუცილებელია სწორი ფისკალური ჩარჩოს წესების არსებობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის მიერ, მომზადდა რეკომენდაციები, რომლზეც დაყრდნობითაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ფისკალური წესების სრულყოფილი დანერგვის მიზნით. (NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)