01:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 16:04:39, 2415 ნახვა

მსოფლიო
„პოროშენკო კონსტიტუციის გარანტის ნაცვლად, კორუფციის გარანტად იქცა“ - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს 10 დეკემბრის აქციაში მონაწილეობა მიიღონ.

"ვაცხადებ უვადო შიმშილობას. ისევე როგორც თქვენ, არ მეშინია, შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც მაიდანის გამარჯვება მოიპარა და საკუთარ ხალხს უღალატა. ის კონსტიტუციის გარანტის ნაცვლად კორუფციის გარანტად იქცა. მე არ შემეშინდა პუტინის, მითუმეტეს არ შემეშინდება ან ქურდბაცაცების.

ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის უკრაინელ და ქართველ ხალხს. ვიბრძოლებ ოლიგარქატის და კორუფციის წინააღმდეგ. ნუ გეშნიათ, ძალიან სუსტები არიან. თვითონაც კარგად იციან ამის შესახებ, ამიტომაც ასე ძალიან ეშინიათ. ვერ შემაშინებენ ვერც მე და ვერც თქვენ! მოგიწოდებთ ყველას გამოხვიდეთ გარეთ და ანახოთ ამ ბანდას, რომ უკრაინაში მთავარი ხალხია და არა ისინი. 10 დეკემბერს, 12:00 საათზე, შევჩენკოს პარკთან უნდა იყოს ყველა", - წერია სააკაშვილის მიმართვაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics