|
2017-12-06 11:46:10, 2260 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ჟირინოვსკი: ხელები შორს მიშიკოსგან !
რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჟირინოვსკი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოსთხოვა. „სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მშვიდად იცხოვროს უკრაინაში და მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სააკაშვილმა ხალხის ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა დააყენა – პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“? მის დაპატიმრებას ცდილობენ და ეგეც არ გამოსდით. ხელები შორს მიშიკოსგან!“, –განაცხადა ჟირინოვსკიმ. შეგახასენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გუშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა მხარდამჭერებმა სამართალდამცველებს სააკაშვილის წაყვანის უფლება არ მისცეს და 4-საათიანი დაპირისპირების შემდეგ, მისი გათავისუფლება მოახერხეს. ამის შემდეგ სააკაშვილი აქციის მონაწილეებთან ერთად უკრაინისი უმაღლეს რადასთან მივიდა და პოროშენკოს გადადგომა მოითხოვა. აქცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)