|
2017-12-06 11:29:43, 1570 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჭიაბერაშვილი: სტრუქტურული რეორგანიზაცია აბსოლუტურად გაუაზრებელია
‘’სტრუქტურული რეორგანიზაცია არის აბსოლუტურად გაუაზრებელი და წარმოდგენა არ აქვს, რატომ აკეთებს ამას მთავრობა’’, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სტრუქტურული ცვლილებების პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაგეგმილ განხილვას. "ევროპული საქართველო ყოველთვის ამბობდა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს იმ მიზნით, რომ ბიუროკრატიული ხარჯი დაიზოგოს და ეს ხარჯი მოხმარდეს პენსიების ზრდას, დევნილთა შემწეობის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებას“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ცვლილებებით ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული სტრუქტურის კომპონენტის შერწყმა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელად განესაზღვრება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი არ ეცვლება თუმცაღა, მასში ხდება ენერგეტიკის სამინისტროს შერწყმა. ასევე, ხდება გარემოს დაცვის სამინისტროდან მხოლოდ წიაღისეულის კომპონენტის შერწყმა. იცვლება კულტურის სამინისტროს სახელი, რომელთანაც ხდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტის შერწყმა და განისაზღვრება კულტურისა და სპორტის სამინისტროდ. დანარჩენი სამინისტროები იგივე სახით რჩება. აღნიშნული კანონპროექტით წარმოდგენილი არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ვინაიდან ეს არ არის კანონის რეგულირების სფერო. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს, თუმცა ეს მოხდება მთავრობის დადგენილებებით მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი კანონპროექტები უკვე მიღებული და იურიდიული ძალის მქონე იქნება. კანონპროექტიდან ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ხორციელდებოდა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის შერწყმა, იმ ფუნქციებით, რა ფუნქციებიც კანონით ჰქონდა გათვალისწინებული სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)