|
2017-12-05 20:40:13, 2224 ნახვა
მსოფლიო
ლუცენკო: სააკაშვილის სტატუსი „პატიმრობიდან გაქცეულია“, პროკურორებს გაცილებით მკაცრი სასჯელის მოთხოვნა შეუძლიათ
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტატუსი „პატიმრობიდან გაქცეულია“, - ამის შესახებ ლუცენკომ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლუცენკოს განმარტებით, პროკურორებს სააკაშვილისთვის გაცილებით მკაცრი სასჯელის მოთხოვნა შეუძლიათ, ვიდრე მანამდე ითხოვდნენ. „მიხეილ სააკაშვილის სტატუსია - ადამიანი, რომელიც პატიმრობიდან გაიქცა. ეს ეჭვქვეშ აყენებს ჰუმანური პროკურატურის შესაძლებლობას, ხვალ ან მომდევნო დღეებში შინაპატიმრობა შესთავაზონ. ამაზე ძალიან ბევრს ვიფიქრებთ, მაგრამ ვიფიქრებთ, პირველ რიგში, უკრაინის სახელმწიფოზე“, - განაცხადა იური ლუცენკომ. ლუცენკოს ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იმ დეპუტატებს დაკითხავს, რომლებიც სააკაშვილს თავის დაღწევაში ეხმარებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)