23:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 17:08:06, 2087 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი მხარდამჭერებს: დღეს გადამარჩინეთ, ამიტომ ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმაღლეს რადასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.

რადასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და მოსახლეობა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს.

"უკრაინას გაუმარჯოს. ისინი შეცდნენ, როდესაც ეგონათ, რომ პოროშენკო უკრაინაში პუტინის როლს შეასრულებდა, რადგან უკრაინელი ხალხი ძლიერი და სამართლიანია. მოსახლეობა მათ ამის საშუალებას არ მისცემს. კვირას ჩვენ გავმართეთ ყველაზე მასშტაბური მარში უკრაინის ისტორიაში 2013 წლიდან. ამის გამო, მათ დააკავეს ათობით აქტივისტი, რადგან შეეშინდათ. უნდა დასრულდეს კორუფცია და განუკითხაობა უკრაინაში. მოგიწოდებთ დღეს ყველა გამოხვიდეთ გარეთ. დღეს თქვენ გამომიყვანეთ და სიცოცხლე გადამირჩინეთ. ამიტომ, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით და მე ვიბრძლებ თქვენთვის", - მიმართა სააკაშვილმა მოსახლეობას.

მისივე თქმით, მას უკრაინაში თანამდებობის დაკავება არ სურს.

"არაფერი მჭირდება. არ მჭირდება თანამდებობები, ჩვენ უბრალოდ დავიღალეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ დავიღალეთ და ყელში ამოგვივიდა ეს განუკითხაობა. სამსახურების მერე გამოდით გარეთ. მოედანი სავსეა, მაგრამ მოდით", - აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

აღსანიშნავია, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სააკაშვილს უკრაინის ტრადიციული პერანგი გადასცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics