|
2017-12-05 15:44:05, 3091 ნახვა
მსოფლიო
„დავრჩები უკრაინაში და მოვკდები უკრაინისთვის“ - მხარდამჭერებმა სააკაშვილი გაათავისუფლეს (ვიდეო)
მხარდამჭერებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმის მიკრავტობუსიდან გადმოიყვანეს. იგი აქციის მონაწილეებს შეუერთდა და სპეცრაზმისგან დახსნისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩემო საყვარელო ხალხო, დღეს პოროშენკო პუტინტან ერთად ჩემ დაკავებას ცდილობდა. უნდათ, რომ მოიშორონ კორუფციასთან მთავარი მებრძოლი და პუტინის მთავარი მტერი ჩემი სახით. ვიცი, არ მისცემთ საშუალებას, რომ უკრაინა მოკლან. ჩემს სიცოცხლეს დავდებ, ამ ბრძოლისთვის. მოვუწოდებ ყველა კიეველს გამოვიდნენ გარეთ დღესვე და დავიწყოთ პოროშენკოსგან გათავისუფლების პროცესი. ბევრნი ვართ და მოვიგებთ. მოგიწოდებთ, ახლავე მაიდანზე გახვიდეთ და დავიწყოთ პოროშენკოს იმპიჩმენტი. მე დავდებ ჩემ თავისუფლებას, დავრჩები უკრაინაში, მოვკვდები უკრიანისთვის", - მიმართა სააკაშვილმა ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს. შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. სპეცრაზმმა სააკაშვილი დააკავა, თუმცა მათ ტერიტორიიდან მისი გაყვანის უფლება ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა არ მისცეს. ადგილზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 4 საათის განმავლობაში სპეცრაზმის მიკროავტობუსში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)