|
2017-12-05 14:24:49, 2106 ნახვა
მსოფლიო
„არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ტერორი განახორციელოს“ - ტიმოშენკო სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
„ორი რევოლუციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ," - ასე გამოეხმაურა პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. ტიმოშენკომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს მიმართა: „როდესაც მასთან შეცვივდნენ სახლში, არ უშვებდნენ ადვოკატებს, არ უშვებდნენ დეპუტატებს, აიძულეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასულიყო სახურავზე და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებდა სახურავიდან გადმოხტომას, რადგანაც ეს იყო მისი პროტესტი იმ პოლიტიკური მოქმედების წინააღმდეგ, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს. არავის აქვს უფლება, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე პრაქტიკულად განახორციელოს პოლიტიკური ტერორი, რომელიც დღეს გახდა უკრაინის სახე“, - განაცხადა ტიმოშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)