22:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:15:19, 2135 ნახვა

მსოფლიო
ადვოკატი: სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა

ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა, - ამის შესახებ Strana იუწყება.

" როდესაც მას დაკავების ორდერს უკითხავდნენ, სააკაშვილმა წყალი მოითხოვა და აბაზანაში გავიდა. ამ დროს სპეცრაზმმა მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ რადიო მიმღებში გაისმა ხმა - გამოიყვანეთ მიხო", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics