|
2017-12-05 13:49:18, 1869 ნახვა
მსოფლიო
კრემლი სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება - „ეს უკრაინის თავის ტკივილია“
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ოფიციალური მოსკოვი ეხმაურება, - ამის შესახებ Ria იუწყება. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სააკაშვილს "თავის ტკივილი" უწოდა. „ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს, რაც უკრაინაში ხდება. რა თქმა უნდა, ეს უკრაინის თავის ტკივილია. ალბათ, ასეთს მტერსაც არ ვუსურვებ. თუმცა, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს მტრებად არ მივიჩნევთ“, - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)