|
2017-12-05 09:16:35, 2058 ნახვა
სამართალი
გომელაური: ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს
ტერორიზმში ბრალდებულებმა იარაღი ტყეში არსებული ერთ-ერთი სამალავიდან მოიპოვეს“,-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „იარაღები საიდან აქვთ მოპოვებული ეს დავადგინეთ, საიდანაც შეიძინეს და მიიტანეს ამ სახლში. ტყეშია ნაპოვნი ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან იყო ამოღებული. ახლა ექსპერტებს ველოდებით, რომ დადგინდეს ის მიწა და ის შემადგენლობა, რაც იქ აღმოვაჩინეთ. რომელი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩვენი ვერსიით არის ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოსული. FBI გვეხმარება ძალიან, ასევე ამ სამალავების აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს მათ. რა გამოიკვეთება ბოლოს, საქართველოზე მუშაობდნენ თუ სხვა მიმართულებით მუშაობდნენ, ტერაქტის მოსაწყობად თუ რაზეც იყვნენ, ჯერ ვერ დავასახელებ,“-აღნიშნა სუს-ის უფროსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)