|
2017-12-04 18:53:40, 2234 ნახვა
სამართალი
გიორგი გოგაძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ძებნილი ყველა პირი დაკავებულია
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ყველა ძებნილი პირი დაკავებულია. როგორც გოგაძემ განმარტა, საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით 100-ზე მეტი მოწმეა დაკითხული. "ეს არის ძალიან დინამიური პროცესი. ვსაუბრობთ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე. ყოველ საათში მოგვდის ახალი ინფორმაცია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ყველა პირი ვისაც ვეძებდით დაკავებულია, თუმცა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა მონაცემები შეიცვალოს. 100-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა, მაგრამ ეს ციფრი საათობრივად იცვლება", - განაცხადა გოგაძემ. შეგახსენებთ, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო მეორე მოზარდი სიკვდილს 20 საათზე მეტხანს ებრძოდა. დაჭრილი მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდები 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ერთი არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი ცოტა ხნის წინ პოლიციას ჩაბარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)