|
2017-12-04 15:47:02, 2309 ნახვა
სამართალი
პროკურორი: არ გამოვრიცხავ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, იოსებ ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ილაპარაკებს. "არ გამოვრიცხავთ, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს და ზოგიერთს სტატუსი შეეცვალოს. მაგრამ ამ ეტაპზე სხვა კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნებს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)