|
2017-12-04 14:56:07, 2107 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მონტენეგროს წინსვლა, იმედის მომცემია, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ნატო-ს
„მონტენეგროს სახით საქართველოს ნატო-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეემატა, რაც ჩვენ მომავალ წარმატებაში კიდევ უფრო გვარწმუნებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან ივან ბრაიოვიჩთან შეხვედრის შემდეგ გაართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მონტენეგროს წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, იმედის მომცემია, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ნატოს თანამეგობრობას: „მინდა მადლობა გადავუხადო მათ დაპირების შესრულებისთვის და საქართველოში სტუმრობისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციას, რადგან მონტენეგროს წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, დიდ იმედს გვაძლევს, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ნატოს თანამეგობრობას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მონტენეგრომ და საქართველომ მოახერხეს, დაეძლიათ არასტაბილურობის გარდამავალი პერიოდი და მყარად დადგომოდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელიც ჩვენი ხალხების არჩევანია და ჩვენი ქვეყნების მომავალი უსაფრთხოებისა და განვითარების მყარი საფუძველი უნდა გახდეს. დღევანდელი რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებას მოეთხოვება თანმიმდევრული, პროგრესული და მიზანმიმართული რეფორმების გატარება, რომლების საბოლოო მიზანი დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ივან ბრაიოვიჩი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)