|
2017-12-04 12:35:36, 1590 ნახვა
კომენტარი
ჯაში: გვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ძალადობის ყველა ფორმის გამოვლენას ნულოვან ტოლერანტობას გამოუცხადებს
„აუცილებლად გვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გამოუცხადებს ნამდვილად ნულოვან ტოლერანტობას ძალადობის ყველა ფორმის გამოვლენას“,-ასე გამოეხმაურა კიდევ ერთხელ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისში, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ ჩხუბს, რომელიც ორი არასრულწლოვანის გარდაცვალებით დასრულდა. „თუნდაც პოლიციისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობა, ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ დისციპლინურ და საპოლიციო რეჟიმის დანერგვად სკოლებში. ეს უნდა იყოს ბალანსი, როგორც სოციალურეი სერვისების, ისე განათლების“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა. ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)