|
2017-12-04 10:01:31, 1656 ნახვა
კომენტარი
გახარია: არასრულწლოვნების საქმეზე დაკითხული 150-მდე პირიდან, გამოძიებასთან ძალიან ცოტამ ითანამშრომლა
„სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხეს დაახლოებით, 150 პირი, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ამ კონფლიქტთან, ამ ტრაგედიასთან დამოკიდებულებაში მყოფმა ცოტა ადამიანმა გამოთქვა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოებაში დანაშაულის სწორად აღქმა ჯერ კიდევ არ ხდება, რაც სერიოზული პრობლემაა. „მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხეს, დაახლოებით, 150 პირი, ესენი გახლდნენ არასრულწლოვნების მშობლები, ოჯახის წევრები, ასევე, მათი კანონიერი წარმომადგენლები, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ამ კონფლიქტთან, ამ ტრაგედიასთან დამოკიდებულებაში მყოფმა ცოტა ადამიანმა გამოთქვა. ეს არის ძალზე სერიოზული პრობლემა და როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის სწორად აღქმა ჯერ კიდევ არ ხდება“, - განაცხადა შს მინისტრმა. შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ორი მოსწავლე დაჭრეს. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე მოსწავლეს, იგი დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დააკავა. უწყების ინფორმაციით, დადაგენილია ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა, რომლის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)