|
2017-12-02 18:54:42, 2069 ნახვა
სამართალი
ლუბლიანაზე ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლუბლიანას ქუჩაზე ყოფილ მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება. „თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ბრალდების საქმეზე. სასამართლომ ბრალდებულ ბ.ბ.–ს აღკვეთის ღონისძიების სახედ – პატიმრობა შეუფარდა. საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 30 ნოემბერს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს საცხოვრებელ ბინასთან დახვდა და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის 80 000 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ბ.ბ. ყოფილ მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე იარაღით ემუქრებოდა დასახმარებლად გამოსულ მეზობელსაც. ბრალდებული არ დაემორჩილა შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და განახორციელა გასროლა ყოფილი მეუღლის მისამართით, რის შემდგომაც ასევე რამოდენიმე გასროლა განახორციელა პოლიციელთა მიმართულებით. პატრულ ინსპექტორის საპასუხო გასროლის შედეგად კი მოხდა მისი შეჩერება და დაკავება. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძველები. ბ. ბ-ს ბრალი დაედო სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის მცდელობისათვის, ასევე მას ბრალი დაედო მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტზე. ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბ.ბ-ს მიმართ გამოიყენა უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)