|
2017-12-01 18:51:30, 1966 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. „აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დახმარებით, ჩვენი სამართალდამცველებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ტრენინგის ფარგლებში, სულ გადამზადდა 24 საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და უბნის ინსპექტორი. ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ. შს მინისტრის მოადგილემ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. სწავლება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგზე ამერიკელმა ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გადაამზადეს. სწავლების მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დახვეწა, ინციდენტებზე ადეკვატური რეაგირების გაძლიერება და აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცველთა კვალიფიკაციის ამაღლება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)