|
2017-12-01 17:54:52, 1955 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: სუს-ის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ წლების მანძილზე საქართველო ტერორიზმის კუთხით დაცული იყო
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სწორედ სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ წლების მანძილზე საქართველო ტერორიზმისგან დაცული იყო. „ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არ გვიხერხდება და არ გვიწევს ღიად საუბარი იმაზე, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები. მათ აქვთ თავიანთი სპეციფიკა, მაგრამ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკმაოდ ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში ძალიან სერიოზული გამოწვევები იყო ტერორიზმის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ დაცული იყო და მუდმივად ხდებოდა ზედამხდველობა და სიტუაციაზე კონტროლი“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ორი პირის ლიკვიდირება განხორციელდა, ხოლო ჩატაევმა თავი აიფეთქა. ლიკვიდირებულების ვინაობა და სხვა დანაშაულებრივ პირებთან შესაძლო კავშირი, დგინდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)