|
2017-12-01 16:54:33, 1792 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე ლარის კურსზე: რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, ფასებთან და ლარის კურსთაან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, „პირდაპირ მთავრობის ბრალია“. გოცირიძის თქმით, თუ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა რადიკალური ზომები არ მიიღეს, კურსის დასტაბილურებას არც ზაფხულში არავინ უნდა ელოდოს: „ის, რაც დღეს ხდება ფასებთან და ლართან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირ მთავრობის ბრალი. ნუ ველოდებით იმ სცენარებს, რაც ჩვენ გვინახავს, რომ ლარი სადღაც ზამთარში ავარდება და შემდეგ ზაფხულში დასტაბილურდება. ვისაც ბიუჯეტის წაკითხვა შეუძლია, გეტყვით, რომ თუ რადიკალური ზომები არ მიიღო მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, ნუ ველოდებით, რაც მოხდა იმას. სამწუხაროდ, რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ. ამათი დამსახურებით, ნუ ვიქნებით გულუბრყვილო“,-აღნიშნა რომან გოცირიძემ. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსიღ, 1 დოლარის ღირებულება 2.7193 ლარია, ხოლო ევროს ფასი 3.2172 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)