|
2017-12-01 13:13:11, 2006 ნახვა
კომენტარი
კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია საცობების დარეგულირების გეგმაზე მუშაობს
თბილისის მერის კახა კალაძის ინფომრაციით, მერია შს სამინისტროსთან ერთად რამდენიმე მიმართულებით აქტიური ღონისძიებების გატარებას აპირებს. როგორც კალაძემ განმარტა, ერთ-ერთი ძირითადი საკიტხი დედაქალაქში საცობებს შეეხება. „დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი საცობების დარეგულირება იყო, რომელიც ქალაქში პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, შსს-ს გარეშე პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მერიამ უკვე „თბილსერვისს" და მის ხელმძღვანელს დაავალა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგინოს ნარჩენების გატანის გეგმა, რომ ღამის საათებში მოხდეს გატანა და არ შეიზღუდოს მოძრაობა დღის საათებში. ასევე გვქონდა შს სამინისტროსთან საუბარი, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ დღის განმავლობაში არ მოხდეს დიდი მანქანების შემოსვლა ქალაქში, ასევე სატვირთო მანქანების გადაადგილება. გარდა ამისა, ყვითელი მიკროავტობუსები ყველგან რომ აჩერებენ, ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად დავიწყებთ მუშაობას, გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ შესაძლებლობა მიკროავტობუსები გააჩერონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)