|
2017-11-30 21:25:39, 2362 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყოფნის ვადა სამი თვით გაუხანგრძლივდა
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაკავების საფრთხე კვლავ რჩება და დასძია, რომ სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მისი ბინის და სამსახურებრივი შენობის ჩხრეკის შესახებ სახელმწიფო გადატრიელების საქმესთან დაკავშირებით. „საიმიგრაციო სამსახურის ძალიან ზრდილობიანმა თანამშრომლებმა მომცეს ცნობა, იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის უფლება კიდევ 3 თვით გამიხანგრძლივდა. ამასთან, ჩაითაც გამიმასპინძლდნენ“, - წერს ყოფილი პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაკავების განკარგულება გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)