|
2017-11-30 20:19:35, 2480 ნახვა
მსოფლიო
New York Times: რექს ტილერსონი თანამდებობას ტოვებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობას დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, თეთრმა სახლმა შესაბამისი საკადრო ცვლილებების გეგმა უკვე შეიმუშავა. New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რექს ტილერსონს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელი მარკ პომპეო შეცვლის. პომპეოს ადგილს კი, დემოკრატი სენატორი ტომ კოტონი დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა: "რექსი აქ არის!". შეგახსენებთ, რომ რექს ტილერსონის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის ზაფხულშიც გავრცელდა. მაშინ ამერიკულმა მედიამ გადადგომის მიზეზად ტილერსონსა და დონალდ ტრამპს შორის არსებული უთანხმოება დაასახელა. თუმცა ეს ინფორმაცია რექს ტილერსონმა უარყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)